ბიზნესი
22/11/2021

მთავრობა ონლაინ კაზინოებს ჯერ გადასახადებს გაუზრდის, მოგვიანებით კი აკრძალავს

მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადება იგეგმება, რომელსაც მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.  

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ კაზინოები, ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.  

„ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ, აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1.5 მლრდ ლარს. აქედან დიდი ნაწილი - 99% გაჭირვებული მოსახლეობაა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

კომპანიების დიდი ნაწილი, უცხოურია, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება.

ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი, საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

Businesspartner