ბიზნესი
14/03/2020

მთავრობა სათამაშო ბიზნესს მუშაობის შეჩერებას ურჩევს

მთავრობა სათამაშო ბიზნესს მუშაობის შეჩერებას ურჩევს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს ყველა კაზინოს, სლოტკლუბს და ტოტალიზატორს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდების მიზნით მუშაობა შეაჩერონ.

საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

Businesspartner