ბიზნესი
10/06/2021

Mymarket-ი სრულად განახლდა

Mymarket - ყველაზე საჭირო ადგილი ქართულ ინტერნეტში, სრულად განახლდა 17 წლის მანძილზე. თითქმის ორი ათწლეულია, Mymarket ამარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს, პასუხობს შექმნილ გამოწვევებს და ქმნის თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. 

Mymarket, მუდმივად ავითარებს იმგვარ სერვისებს, რომელიც მომხმარებელს მოცემულ დროში ყველაზე მეტად სჭირდება. “პანდემიამ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ონლიან ვაჭრობა ზოგადად დისტანციური სერვისები, ადამიანების ცხოვრებაში ამიტომ პანდემიის დასაწყისშივე Mymarket-მა მაღაზიებს მისცა შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაციფრულიყვნენ და ჰქონოდათ ონლაინ მაღაზიისთვის საჭირო ყველა სერვისი. იმავე დროს გავუშვით ფიზიკური პირებისთვის მეორადი პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი. 

ამ შემართებით განვაგრძეთ განახლებაზე მუშაობა და შევქმენით სივრცე, სადაც ერთნაირად მარტივად იყიდი ან გაყიდი სასურველ პროდუქციას” გვიყვებიან MY.GE-ში. 

პროგრამირების თანამედროვე ენების გამოყენებით Mymarket სრულიად თავიდან დაიწერა, რაც უფრო მსუბუქს ხდის ვებგვერდს და თანაბრად მოსახერხებელი იქნება ყველა ტიპის და მწარმოებლის მიერ შექმნილი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის. ბრენდის დაპირების შესაბამისად, Mymarket-ზე ყოველთვის მარტივად ნახავ საშენოს, ასოების ცდომილების მიუხედავად ან ფოტოს საშუალებით. ახალი ინტერფეისით შენთვის ყველაზე საჭირო ღილაკები ყოველთვის ხელთ გექნება და ვებ.გვერდი შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით შემოგთავაზებს საჭირო ნაწარმს და უსიტყვოდ გაიგებს შენს გულისთქმას, ხოლო ყიდვის პროცესს გადახდის მეთოდების სიმრავლე გაგიმარტივებს. 

Mymarket-ზე განთავსებულ 600-ზე მეტ მაღაზიას ექნება ინდივიდუალური ვებ.გვერდი. მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება მაღაზიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის მოხმარებლის მიერ შეფასების სისტემა. ხოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც არის ფასდაკლებები, კატეგორიები და სხვა მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შეფასებები მაღაზიის გვერდზე, დასაწყისშივე დაგხვდება და დაგიზოგავს ძვირფას დროს, რათა Mymarket-ზე ყოველთვის მარტივად ნახო საშენო.