ბიზნესი
09/07/2020

Myway Airlines: სპეცრეისებზე ბილეთი მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე შეიძინეთ

სარეპატრიაციო რეისებზე, რომლის ბილეთის ღირებულებაც 200 ევრომდე უნდა იყოს, ტურისტული სააგენტოები მგზავრებს შედარებით მაღალ ფასად სთავაზობენ. ამიტომ ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, ბილეთი მხოლოდ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე შეიძინონ. 

“საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით დაგეგმილ სპეციალურ რეისებზე, რომელსაც ჩვენი ავიაკომპანია შეასრულებს, ბილეთების რეალიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთების ფასი არ აღემატება 200 ევროს.

ბილეთების შეძენა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, მისამართზე: www.mywayairlines.com", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანია ამავდროულად აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შეუძლებელია კერძო კომპანიების კონტროლი, რომლებიც შეეცდებიან დადგენილ ფასზე, მაღალი ღირებულებით გადაყიდონ ავიაკომპანიის ავიაბილეთები.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენა 13 ივლისს, თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით კი 17 ივლისს შესრულდება. 

Businesspartner