ბიზნესი
06/05/2022

NIKOLO BREGA-მ ნიუ-იორკში მეორე შოურუმი გახსნა - ქართული ბრენდის სამომავლო გეგმები

ქართული ხელნაკეთი სათვალეების კომპანიამ NIKOLO BREGA ნიუ–იორკში მეორე შორუმი გახსნა.

როგორც ნიკოლოზ ბრეგაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამერიკის ბაზარი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა, თუმცა ბრენდი სამომავლოდ ევროპის, კონკრეტულად კი იტალიის ბაზარსაც განიხილავს.

"NIKOLO BREGA სტაბილურად ვითარდება და მოთხოვნა ქართულ და უცხოურ ბაზარზე მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ჩვენი ახალი შოურმი, სათვალეების საკმაოდ ფართო ასორტიმენტით, ნიუ–იორკში ერთ–ერთი სავაჭრო ცენტრის დიზაინერების განყოფილებაში განთავსდა. დაინტერესება საკმაოდ კარგია. ყველაზე დიდი პოპულარობით ხის სათვალეები სარგებლობს, როგორც იცით გვაქვს ვერცხლის ჩარჩოიანი მოდელებიც.

ნიუ–იორკში უკვე მეორე, ლოს ანჯელესში ერთი და ასევე ნევადას შტატშიც ერთი შოურუმი გვაქვს. ჩვენი გეგმა ლოს ანჯელესში საკუთარი მაღაზიის განსხნასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია, ინვესტორების მხრიდან დაინტერესებაც არის, თუმცა გვინდა ჩვენი სახსრებით განვახორციელოთ პროექტი, დაახლოებით 1 წელში. რაც შეეხება ევროპას, ბევრი ქვეყნიდან პირდაპირი დაკვეთვა გავქვს, თუმცა სამომავლოდ პირველ რიგში იტალიის ბაზარს განვიხილავთ, რადგან ჩვენი კვლევებით მოთხოვნა ძალიან დიდია და ვფიქრობ გაამართლებს მოლოდინებს."–აცხაბდებს NIKOLO BREGA–ს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ორი შოურუმი ქონდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვსა და ციმბირში, თუმცა უკვე დიდიხანია ოფიციალურად შეაჩერეს გაყიდვები. 

სათვალეების შეძენა–მიწოდება ონლაინ, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი. ხოლო საქართველოში, ბრენდის მაღაზია თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, მდებარეობს.  

ცნობისთვის, ხელნაკეთი სათვალეების წარმოება Nikolo Brega–მ 2017 წელს დაიწყო, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ნატურალური მასალებით დამზადებული აქსესუარების შეთავაზება იყო.

 

 

 

Businesspartner