ბიზნესი
13/05/2022

ნიკოლოზ გამყრელიძე: ორნიშნა ინფლაცია პირდაპირ აისახება ჯანდაცვის სერვისის ფასებზე

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ორნიშნა ინფლაცია პირდაპირპროპორციულად აისახება ჯანდაცვის სერვისების ფასებზე.

ნიკოლოზ გამყრელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ წარმოების ხარჯების ზრდა სექტორისთვის მნიშვნელოვანი წნეხია. 

"2020-2021 წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ინფლაცია. წელსაც პირველ კვარტალში, სამწუხაროდ ასეთივე მაჩვენებელი გვაქვს. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება იმ მდგენელზე, რასაც ჯანდაცვის სერვისები აწარმოებს. იქნება ეს მედიკამენტების ფასი, სახარჯი მასალების ფასი, სახელფასო ბიუჯეტი, საწვავის ფასი, ელექტროენერგიის ფასი თუ სხვა. შესაბამისად, ორნიშნა ინფლაციით თუ იზრდება, ბუნებრივად ეს ძალიან დიდ წნეხს განაპირობებს.
 
Businesspartner