ბიზნესი
01/06/2023

ნიკორა ტრეიდი: ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის უზარმაზარი პოტენციალია

საქართველოში, ბაზარზე რითეილ სექტორის ანუ ქსელური მარკეტების წილი 31%-ს შეადგენს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტს“ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ განუცხადა.

კომპანია ორი ბრენდით, „ნიკორათი“ და „ლიბრეთი“ ოპერირებს.  ალექსანდრია აღნიშნავს, რომ სექტორში კონკურენცია მაღალია, რასაც განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში აქციები კიდევ უფრო ცხადყოფს.

„დღესდღეობით ბაზარი იმდენად არაა კონსოლიდირებული, რომ ახალი მოთამაშეები ვერ შემოვიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჯამურად რითეილ სექტორს მხოლოდ ბაზრის 31% უჭირავს, ნიშნავს, რომ  ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის უზარმაზარი პოტენციალია," -აცხადებს ალექსანდრია.

როგორც „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, მსყიდველთუნარიანობა გაზრდილია, რაც მათი კომპანიის საშუალო ქვითარზეც აისახა. მათი მომხმარებლების ყველაზე დიდი წილი 30-38 წლის ასაკამდე მერყეობს.  

ცნობისთვის,  კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ ამ დროისათვის ორი ბრენდითაა წარმოდგენილი - „ნიკორა“ და „ლიბრე“. ამ დროისათვის ბრენდი  500-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და მიმდინარე წლის განმავლობაში 120-ზე მეტი ფილიალის დამატებას გეგმავს.

 

 

 

Businesspartner