ბიზნესი
23/03/2020

ნინო კობახიძე: ჯეო ჰოსპიტალსში კარანტინის რეჟიმში 50-60 ადამიანია

მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“ გადასულია კარანტინის რეჟიმზეა, კლინიკაში კი 50-60-მდე ადამიანი რჩება.

როგორც ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, კლინიკაში პაციენტის გადაყვანის შემდეგ გათვალისიწებულია ყველა ღონისძიება, რომელიც საჭიროა ექიმებისა და კლინიკაში არსებული პაციენტების დასაცავად.

“კლინიკა კარანტინზეა, ყველასთან მიმდინარეობს დაგეგმილი ღონისძიება რისკის თავიდან ასაცილებლად. კლინიკა შეხვდა ამ სიტუაციას მომზადებული, ექიმები იყვნენ აღჭურვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვართ მუდმივ კავშირზე. კონტროლი გვაქვს პაციენტებთან, ახალი პაციენტები არ მიგვიღია“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, პაციენტებს, კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონის ჩათვლით, ჩაუტარდათ ტესტი და ვირუსი მხოლოდ ამ ქალბატონს დაუდასტურდა.

მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები დააწესა.

Businesspartner