ბიზნესი
28/12/2020

"ნივთების სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან"

პრემიერმა საქართველოში ონლაინ გაყიდვების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და გადახალისების აუცილებლობაზე მიათითა.

როგორც გიორგი გახარიამ რუსთავში "ქართლი ტექტილის" გახსნაზე განაცხადა, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან.

"ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner