ბიზნესი
13/05/2021

"ოქროს სტანდარტის" კომპანიები ღვინოს გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე განათავსებენ

Wiv Technology-ს პარტნიორი და რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოში ლევან ბოძაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ხარისხის სტანდარტს დააკმაყოფილებენ, გაერთიანდებიან სპეციალურად შექმნილ კონსორციუმში, რომელიც ღვინოს გლობალური ბლოკჩეინის პლატფორმაზე განათავსებს.

ბოძაშვილის ინფორმაცით, საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან.

“ვაპირებთ ქართული ღვინის სექტორში რამდენიმე ათეული ათასი ევროს ინვესტორებას ამ კონსორციუმის საშუალებით. ამით ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს დავეხმარებით ახალი ტექნოლოგიებზე დაიწყონ გადასვლა. შედეგად, მოხდება ღვინის ტოკენიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოში შეიქმენა ოქროს სტანდარტი, რაც გულისხმობს გარანტირებულ ხარისხს. სწორედ ამ სისტემის მეშვეობით ქართულ ღვინოს მსოფლიოს ვერცერთ წერტილში ვერავინ გააყალბებს.

ახლა უამრავი ქართული ღვინო იყიდება ფალსიფიცირებყლი სახით. შესაბამისად, ადგილობრივი ქართული ღვინო იქნება ტოკერიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა ღვინო მიჩნეული იქნება ფალსიფიცირებულად. ანუ, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემას ვუხსნით ქართული ღვინის ინდუსტრიას,“ - აცახდებს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, ტექნოლოგიური კომპანია WIV Technologie-მა  გლობალურ კომპანია EY-თან (ერნსტ&იანგ) ერთად ქართული ღვინო პირველად  გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე გასულ წელს განათავსა.

„კომპანიის ბლოკჩეინ სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს ქართული ღვინის გლობალურ დონეზე აუთენთიკაცია ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და მარკეტინგული დანახარჯების შემცირება, მათ შორის აზიურ ბაზრებზე.

კომპანიას აქვს ოფისების გლობალური ქსელი ნიუიორკიდან სინგაპურამდე. პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმის დაფუძნებას, რომელში შემავალი ბრენდების მიერ წარმოებული ღვინის ტოკენიზაცია მოხდება. ეს ამ კომპანიებს მისცემს საშუალებას მოახდინონ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გლობალური მარკეტინგული გეგმების დასაფინანსებლად. კომპანიას აქვს $100 მილიონამდე საკრედიტო პაკეტი.

WIV Technologies უზრუნველყოფს ღვინის აუთენტურ ჩანაწერებს ბლოკჩეინზე, ტოკენიზაციას, თრეკინგს, სავაჭრო ლიკვიდურობასა და ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას საკუთარი გლობალური ქსელის მეშვეობით. სისტემაში უკვე ინტეგრირებულია 170-ზე მეტი მსოფლიო ღვინის ბრენდული კომპანია, მათ შორის ფრანგული Chateau Lafite, Cheval Blanc and Margaux და სხვები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები