ბიზნესი
23/09/2020

"ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას "m² ჯგუფი“ ოქტომბრიდან განაახლებს

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას „m² ჯგუფი“ მალე განაახლებს. 

თბილისის მერიასა და „m² ჯგუფს“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას ითვალისწინებს.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში, ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს "ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ობიექტების  პროექტის განხორციელებაზე. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაწყებული მშენებლობები კი კომპანია m2-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გადაიბარა.

 

Businesspartner