ბიზნესი
02/08/2022

ონში ღამის ბარი "წმენდაური" გაიხსნა

ონში, სოფელ წმენდაურში, ამავე სახელწოდების  ღამის ბარი გაიხსნა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბარის თანადამფუძნებელმა აკაკი ხიდეშელმა განუცხადა, გასართობი  ობიექტის გახსნა ტურისტების მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

მისი განცხადებით, გასართობი კომპლექსი დაახლოებით 6000 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სასმელის და მუსიკის გარდა, შესაძლებელია გარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ კარვებში დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება.

ხიდეშელის ინფორმაციით, ბარი სეზონურად იმუშავებს.

„3 დღეა რაც ბარი გავხსენით, პირველადი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი დიდია. ობიექტი სეზონურია, თუმცა, ვიმუშავებთ იქამდე, ვიდრე ტურისტი იქნება.  სტუმრები გვყვავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელები. ონში ჩამოსული ტურისტი ვერსად ერთობოდა, ვფიქრობ, იდეა გაამართლებს და „წმენდაური“ საკმაოდ ბევრ ტურისტს უმასპინძლებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დიჯეისთან, რათა "წმენდაურში" მოსულ ტურისტს საკმაოდ ბევრი სასიამოვნო საღამო ვაჩუქოთ,“-აცხადებს აკაკი ხიდეშელი.

მისივე ინფორმაცით, მომავალი წლიდან „წმენდაური“ გაფართოებას და სხვადასხვა აქტივობის დამატებას გეგმავს.

 

Businesspartner