ბიზნესი
31/07/2020

პანდემიამ ქართული ჩაი "ლაზის“ გაფართოების გეგმები შეაფერხა

პანდემიამ ქართული ჩაი „ლაზის“ გაფართოების გეგმები შეაფერხა, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გონერი სალიამ.

კომპანია ჩაის წალენჯიხაში აწარმოებს და პროდუქციას ძირითადად ექსპორტზე ყიდის. როგორც სალია აცხადებს, პანდემიის შედეგად ექსპორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. გადაიდო ახალი საექსპორტო ბაზრის-თურქმენეთის ათვისებაც.

„ჩინეთში ერთი პარტია უკვე გაგზავნილია, მიმდინარე წლის აგვისტოში გვინდა მეორე პარტიის გაგზავნა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, შესაძლოა, დროში გაჭიანურდეს“, - აცხადებს სალია.

მისი ინფორმაციით, კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავდა, თუმცა პანდემიამ გაფართოების გეგმებიც გადადო.