ბიზნესი
27/09/2020

პანდემიის ნეგატიური ეფექტი რჩება - ქუთაისის თიზ-ი

ქუთაისის თიზ-ში COVID-ის შედეგების მიუხედავად, ქარხნებს ოპტიმიზაციის პროცესი არ შეუჩერებიათ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, პანდემიის ნეგატიური ეფექტი რჩება, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც ეს იყო გაზაფხულზე, კომპანიები სიფრთხილით უდგებიან სიტუაციას, იცავენ იმ ნორმებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.

„ბუნებრივია პანდემიის პირობებში მოხმარების პოტენციალი მცირდება, თუმცა, პოზიტიურია, რომ ქარხნებმა ოპტიმიზაციის პროცესი არ შეაჩერეს, დანადგარები შემოდის, მიდის მათი ინსტალაცია და არცერთ კომპანიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ინტენსიურად ვერ იმუშავებს,“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაახლოებით 4 წელია ფუნქციონირებს, ყველაზე მზარდი ზონაა საწარმოო გადამმუშავებელი მიმართულებაა.

 

Businesspartner