ბიზნესი
14/07/2020

პარლამენტმა ბიზნესის დაწუნებული შრომის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

შრომის კოდექსი პირველი მოსმენით მიღებულია. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა ნაწილს ბიზნესი პრობლემურად მიიჩნევდა.

ბიზნესი 2 მნიშვნელოვან  საკითხს აყენებდა, რომელსაც ეს კოდექსი ითვალისწინებს. პირველი შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოებაა, რადგანაც ინსპექტორებს სასამართლოს ნებართვის გარეშე კომპანიებში შესვლის უფლება ექნებათ, მეორე საკითხი კი,  ზეგანაკვეთური ანაზღაურების მინიმალურ სტანდარტად 125%-ის  განსაზღვრაა,   ანუ დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. 

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება დასვენების დღეებსაც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს კვირაში სულ მცირე  1 დასვენების დღით.

კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები