ბიზნესი
24/11/2021

პაციენტთა შემცირებული რაოდენობა და გაზრდილი ხარჯები - სტომატოლოგიური ბიზნესი პანდემიის პირობებში

პანდემიის გავლენა სტომატოლოგიური კლინიკებზე, ისევე როგორც სხვა სექტორზე საკმაოდ დიდია. კლინიკები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ეს გამოწვეულია როგორც რეგულაციებით, ასევე ლარის გაუფასურებითა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით.

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსის" წარმომადგენელი, ექიმი-სტომატოლოგი თათია ქოჩლაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ სამკურნალო მასალები ქვეყანაში არ იწარმოება და უმეტესად იმპორტულია, შესაბამისად, მასალების გაძვირება აისახა მომსახურების ტარიფებზეც. გარდა ამისა, პანდემიამ შეცვალა პაციენტების დამოკიდებულება. პანდემიის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავი შეეკავებინათ გეგმიური სტომატოლოგიური ვიზიტებისგან.

"ასეთმა დამოკიდებულებამ, რა თქმა უნდა, დაამძიმა პაციენტების პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებით, პაროდონტოლოგიაში სადაც მნიშვნელოვანია გეგმიური და დროული ვიზიტები ექიმ-პაროდონტოლოგთან, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც არ შეწყვიტა "ლოქდაუნის" პერიოდში მწვავე და გადაუდებელი პაციენტების მიღება და რთული მდგომარეობის მიუხედავად, დახმარებას უწევდა მათ, ეს რა საკვირველია, დიდ რესურსს მოითხოვდა, როგორც ექიმების, ასევე კლინიკის მხრიდან. ამ ეტაპზე, სრულად აღდგენილია, როგორც მწვავე, ისე გეგმიური პაციენტების მიღება და ამ მხრივ ყველა შეზღუდვა მოხსნილია, თუმცა ნებისმიერი პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლების დაცვით," - აღნიშნავს სტომატოლოგი თათია ქოჩლაძე.

"დენსიში" უცხოელი პაციენტების რაოდენობის შემცირებაზეც აცხადებენ.

"პანდემიამდე უცხოელი პაციენტების მომართვიანობა კლინიკაში საკმაოდ მაღალი იყო. უცხოეთიდან  სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად სპეციალურად ჩამოდიოდნენ ჩვენს კლინიკებში. ახლა, როდესაც ბევრი შეზღუდვაა დაწესებული მოგზაურობაზე და თან საქართველო წითელ ზონაში იმყოფება, მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო, ისევე როგორც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ. დღესდღეობით, ყველაზე მეტად ისრაელიდან ჩამოდიან პაციენტები," – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. 

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსი" საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალს აერთიანებს, თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში.

"უამრავმა პროექტმა აიღო სტარტი და მიზანიც ბევრი გვაქვს. "დენსის" სამომავლო გეგმებშია თბილისში, ყიფშიძის ფილიალის გაფართოვება, თუმცა ლოკაცია ისევ ვაკე, ყიფშიძის ქუჩა იქნება. იგეგმება, ასევე რუსთავის, შარტავას ფილიალის გაფართოებაც. ასე, რომ დენსის მიზანი უცვლელია: ხარისხი, გუნდურობა და განვითარება," – აღნიშნავს თათია ქოჩლაძე.

 

Businesspartner