ბიზნესი
10/06/2021

Payze: Visa-სთან პარტნიორობით ბიზნესის სწრაფ გაფართოებას ვგეგმავთ  

Payze • ფეიზი Visa Everry Initiative–ის გამარჯვებულია. კომპანიის თანადამფუძნებლების თქმით, ეს გამარჯვება მოგება ნიშნავს დიდ აღიარებას და უფრო მჭიდრო პარნიორტნიორობას Visa-სთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, შემდეგი 18 თვის მანძილზე, ბიზნესის  ჩქარი მასშტაბირება იგეგმება.

„ეს გამარჯვება შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარებაა ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე ნებისმიერი სტარტაპისთვის. გეგმა გვაქვს, რომ 2022 წლის ბოლოს ამ ქვეყენაში დავიწყოთ ოპერირება, გვქონდეს ლიცენზია და ადგილობრივ ინტერნეტ კომპანიებს ჩვენს სერვისი სერვისი შევთავაზოთ. წლის ბოლოსკენ ვაპირებთ ერთგვარი Seed Round ინვესტიციის აწევას, ეს თანხა დაიხარჯება ზუსტად ამ სწრაფი მასშტარებისთვის,“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, 700-ზე მეტ განმცხადებელს შორის, ქართული სტარტაპი, PAYZE Visa- ს მიერ ორგანიზებული პროგრამის (Visa Everry Initiative) ფარგლებში, გამარჯვებულად დასახელდა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში და აფრიკაში. კომპანია პრიზის სახით Payze  $ 15,000 მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ Payze არის უნივერსალური გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ტიპის ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას ონლაინ გადახდების განხორციელებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები