ბიზნესი
18/03/2023

პიცერიამ "ნაპოლი" კრუასანების წარმოება დაიწყო

პიცერიამ „ნაპოლი“ კრუასანების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ პიცერიის დამფუძნებელმა, მამუკა კილაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გაყიდვაში 6-7 სახეობის კრუასანი  ჩაეშვა, როგორებიცაა შოკოლადიანი, ჩვეულებრივი თეთრი კრემით, ხილით და სხვა.

„ფქვილი იტალიიდან ჩამოგვაქვს, რომელიც სპეციალურად კრუასანისთვისაა განკუთვნილი“-აცხადებს კილაძე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიმ“ მომხმარებელს პურის ხაზი შესთავაზა, სამომავლოდ კი გეგმავს ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცის წარმოებასაც, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პიცერია „ნაპოლი“ აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით 3 წლის წინ შეიქმნა და დღეს უკვე 17-მდე ადამიანს ასაქმებს.

პიცერიაში უკვე 12 სახეობის პიცას, ასევე პასტასა, სენდვიჩებსა და აპეტაიზერის დაგემოვნებაა შესაძლებელი. თავდაპირველად ობიექტი საგურამოში იყო წარმოდგენილი, შემდეგ კი ფილიალი თბილისში გაიხსნა.

Businesspartner