ბიზნესი
02/12/2021

PODIUM: კარგი იქნება თუ "მწვანე პასპორტები" სილამაზის სალონებზეც გავრცელდება

სილამაზის სალონების ქსელი PODIUM-ის ხელმძღვანელი ნელი ავოლოვი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტების“ მექანიზმი ამ დროისთვის სალონებზე არ მოქმედებს, თუმცა, კარგი იქნება ეს მექანიზმი სილამაზის სალონებზეც გავრცელდება.

„ვერ ვთხოვთ მომხმარებლებს „მწვანე პასპორტს“, ამის უფლება არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებელი უმეტესად აცრილია, ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვეკითხებით, ასეა,“-აცხადებს ნელი ავილოვი.

ცნობისთვის, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების  ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

Businesspartner