ბიზნესი
01/10/2021

პორშე ცენტრი თბილისი: სწორი სტრატეგიით გაყიდვების დინამიკა შევინარჩუნეთ

“პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი პეტრე წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიამ ყველა სფეროზე, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიაზეც მოახდინა გავლენა. მისი განმარტებით, ამავე დროს ნათლად აჩვენა რამდენად მდგრადია ესა თუ ის კომპანია, - როგორ მუშაობდა კრიზისამდე და შემდეგ, ამ რთული პერიოდის განმავლობაში.

„ვფიქრობთ, პორშეს ცენტრმა, სწორი სტრატეგიისა და ინტენსიური კომუნიკაციის საშუალებით დადებითი დინამიკის შენარჩუნება მოახერხა, რაც საბოლოოდ გაყიდვების  მაჩვენებელზეც აისახა,“ - აღნიშნავს წაქაძე.

კითხვაზე, დინამიკის შენარჩუნება ნიშნავს თუ არა იმას, რომ პანდემიას პრემიუმ სეგმენტზე გავლენა არ მოუხდენია, წაქაძე აცხადებს, რომ  ასე ცალსახად პასუხის გაცემა გაჭირდება, თუმცა ამ მოცემულობაში ციფრებში ასახული გაყიდვები ალბათ ყველაზე კარგი ინდიკატორია.

როგორც “პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი აცხადებს, მსგავსი მასშტაბის გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია, ასეთ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სწრაფი რეაგირებაა.

„ჩვენც ამ ამოცანის წინაშე აღმოვჩნდით და ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი,“ - აცხადებს წაქაძე.

“პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი  მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ არაერთ სფეროს და ბიზნესს შეეხო პანდემიერი შოკი, განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, მთელ რიგი კომპანიები, სწორედ მომხმრებლის ქცევის ცვლილების გამო, მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

„პორშეს პრემიუმ სეგმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სირთულე, ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ნაკლებად იყო. ასევე, ვფიქრობ, გუნდის ეფექტურმა მოქმედებამ და სტრატეგიის სწორად განსხაღვრამ, ეს მტკივნეული პროცესი შეამსუბუქა,“ - აცხადებს წაქაძე.

პანდემიის შედეგად ხომ არ დადგა  ელექტრონული კომერციის ამოქმედების აუცილებლობა/განვითარება და თუ აპირებს „პორშე ცენტრი თბილისი“  ამ მიმართულებთ ინვესტიციების განხორციელებას, წაქაძე განმარტავს, რომ კომპანიის მენეჯმენტს კარგად ესმის ამ კუთხით მომხმარებლის ქცევის შეცვლა და ის, რომ ონლაინ შეძენის კულტურის ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ტენდენცია უკვე აშკარაა.

მისი ინფორმაციით, "პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს.

„არ გვეშინია ვიყოთ თამამი ჩვენს გადაწყვეტილებებში და ამ ცვლილებისთვისაც მზად ვართ.ზოგადად ვცდილობთ, მომხმარებელი  არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ პრემიუმ სერვისით გავანებივროთ. გვინდა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესი, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართან მიყვანა,“-აცხადებს წაქაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და მოლოდინებს, განიხილავს თუ არა  მიმდინარე წლისთვის „პორშე ცენტრი თბილისი“ ინვესტიციების განხორციელებას და რა მიმართულებით, წაქაძე აცხადებს,რომ ელექტრო ავტომობილის მიმართულებით ბოლო ორ წელიწადში კომპანიამ უკვე  საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა.

"წინ მასშტაბური გეგმები გვაქვს, რაც 2022 წელს „პორშეს ცენტრის და სერვისის სრული განახლებით დასრულდება.ჩვენი მიზანია გაყიდვების მზარდი დინამიკა შევინარჩუნოთ. ამისათვის მომავალი წლის გეგმაში სხვადასხვა მიმართულების აქტივობები გვაქვს გაწერილი. ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რომ კომპანიის ყველა მიმართულება გამართულად მუშაობდეს,"-აცხადებს წაქაძე. 

შეგახსენებთ, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ – პორშეს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში,  2010 წელს დაფუძნდა და შედის „თეგეტა მოტორსის“ კომპანიათა ჯგუფში.

მთავარი სიახლეები