ბიზნესი
21/12/2022

POSTRED-ი საუკეთესო პროდუქტისთვის "ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის" გამარჯვებული გახდა

თიბისიმ ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
ერთ-ერთ ნომინაციაში - "საუკეთესო პროდუქტი" ჟიურის გადაწყვეტილებით კომპანია POSTRED-მა გაიმარჯვა.
 
POSTRED 2015 წელს დაარსდა, იგი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. გარდა იმ ფაქტისა, რომ POSTRED ქმნის მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ის ქართული კინო-ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. 

ბოლო 7 წლის განმავლობაში, POSTRED-ი თანამშრომლობდა ისეთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Paramount Pictures, HBO, Netflix, BBC, Hulu, A24, Apple TV+, The Farm Group, Formosa Group და სხვები.

POSTRED-ის პორტფელშია ისეთი პროექტები როგორიცაა, საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, ასევე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Euphoria და სხვა. 

Businesspartner