ბიზნესი
22/06/2022

პრემიერი: აზარტული თამაშების კომპანიებმა ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი შემოიტანეს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შემდეგ კომპანიებმა ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი შეიტანეს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შეფასებისას განაცხადა. 

"დღეის მდგომარეობით, ლატარეების, აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის 1 500 000 ადამიანი. ანუ, ამდენ ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხები და ამ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ. ჩვენ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ კიდეც გადასახადი და მათ მიერ ბიუჯეტში შემოტანილი თანხა 110 მილიონი ლარია",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner