ბიზნესი
23/06/2022

პრემიერი: მედიკამენტები 400%-იანი ფასნამატით იყიდებოდა, ეს პირდაპირ ძარცვაა

პრემიერ-მინისტრი მედიკამენტების ბაზრის რეგულაციებით კმაყოფილია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნა და რეცეპტების ელექტრონული წესით გაცემა ბაზარს ფასების დარეგულირებასა და დაწევაში დაეხმარება. 

"ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემა ამ ეტაპისთვის მოწესრიგებულია. ჩვენ მიერ შემოღებულოი რეგულაციები ძალიან კარგად წაეხმარება მედიკამენტების ფასების დაწევას და კონკურენციის გაზრდას, რაც რეალური პრობლემა იყო. კომპანიებს ჰქონდათ 200%, 300%, 400%-იანი ფასნამატები. ეს პირდაპირ ძარცვაა. თითქოს არაფერი. ამხელა მოგებით რომ ყიდი წამალს საკუთარ ხალხზე, ეს არის ამორალური საქციელი. რა თქმა უნდა, მთავრობა ჩაერია და ჩაერევა კიდეც, როდესაც საქმე ხალხის უფლებების დაცვას ეხება",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner