ბიზნესი
23/06/2022

პრემიერი: რამდენიმე კომპანია მედიკამენტების ქარხნის გახსნითაა დაინტერესებული

შესაძლოა, საქართველოში მედიკამენტების ახალი საწარმო გაიხსნას.

ამას პრემიერ-მისნიტრი ირწმუნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამამდე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას წარმოების დაწყება საქართველოში სურს და ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. 

"მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მილიონ ლარამდე ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა. ანუ, მათი დანახარჯები თითქმის 55 მილიონით არის შემცირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი და დროული გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ ძალიან ბევრი ქარხნის მფლობელი დაგვიკავშირდა, მაღალტექნოლოგიური, ძალიან მაგარი ქარხნების მფლობელები. აქედან 2-3 უკვე ინტენსიურ საუბარს აწარმოებს სამინისტროსთან. მათი სურვილია, რომ გახსნან ახალი ქარხნები საქართველოში და აქ დაიწყონ მაღალი ხარისხის წამლების წარმოება. ეს თუ მთავრობის ჩარევის გარეშე მოხდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი საქმეა და ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner