ბიზნესი
16/05/2022

ყავის იმპორტიორი: საქართველოში ხარისხიანი ყავა მოთხოვნადია, თუმცა დეფიციტური

საქართველოში ხარისხიან ყავაზე მოთხოვნა არის, თუმცა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე პროდუქტი დეფიციტურია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ყავის იმპორტიორი კომპანია “ჯეო ეკო ფუდის“ ხელმძღვანელმა დუგლას ლუერტანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მომხმარებელს ურჩევნია ყავაში ძვირი გადაიხადოს და იყოს ხარისხიანი, ვიდრე შეიძინოს შედარებით ბიუჯეტური პროდუქცია და ნაკლებ ხარისხიანი.

„ქვეყანაში ხარისხიანი ყავის დეფიციტია. ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც ვერ აწოდებენ მომხმარებელს ახალ და ხარისხიან პროდუქტს, რომელსაც იმსახურებს მომხმარებელი.  თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის ყავას სთავზობენ საზოგადოებას, თუმცა, ესენი იმდენად ცოტანი არიან, რომ ამინდს ვერ ქმნიან.

დღეს მომხმარებელს ურჩევნია იყიდოს მცირე რაოდენობით მაგალითად,  5 ლარის ყავა, ვიდრე 1 კილოგრამი შეიძინოს მაგალითად, 12 ლარად,“ - აცხადებს ლუერტანი. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში $5.4 მლნ-ის (1.6 მლნ ტონა) მოხალული და მოუხალავი ყავა 16 ქვეყნიდან შემოვიდა, საიდანაც  ყველაზე დიდი წილი, ნახევარზე მეტი - $2.5 მლნ-ის (1000 ტონა) ინდონეზიაზე მოდის. 

TOP-3 იმპორტიორი ქვეყანა: ​ინდონეზია - 1000 ტონა ($2.5 მლნ), გერმანია - 96 900 ($592 000), ​იტალია - 42 500 ($541,400). გარდა ამისა, ყავის იმპორტი ხორციელდება: ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან, საფრნაგეთიდან,ნოდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ.

 

Businesspartner