ბიზნესი
30/11/2020

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება საწვავს 15-20%-ით გააიაფებს

კომპანია “ფაზის ოილი“ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის რეალიზაციაზე მუშაობს, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

“ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა, ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ პროექტის ფინალური სტადიასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. თუმცა კომპანია ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს სიტუაციას და პროექტზე მუშაობა არ შეაჩეროს.

“მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან, ასევე მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე საკონსულტაციო და საპროექტო კომპანიაა ჩართული, მათ შორისაა კომპანია Deloite & Touche. მიმდინარეობს ტექნოლოგიური ლიცენზიების შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი, მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანია Shell Global Solutions-თან, ფრანგულ Axenes-თან და ესპანურ Technicas Reunidas-თან“, - აცხადებს გია შავდია.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდებიან დაგეგმილი პროცესების გრაფიკს. საქართველოში პირველი ევრო სტანდარტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემდეგ, შიდა ბაზარზე საწვავის ფასი 15-20%-ით გაიაფდება. ნედლი ნავთობის მოწოდება განხოციელდება ძირითადათ ყაზახეთიდან, ასევე განიხილება სარეზერვო ნავთობის მოწოდების წყაროები, ლიბიიდან და საუდის არაბეთიდან.

როგორც გია შავდია აცხადებს, ქარხანა წელიწადში 4.2 მილიონ მეტრიკ ტონა ნედლ ნავთობს გადააუმუშავებს და აწარმოებს ევრო 5 და ევრო 6 სტანდარტის ნავთობ პროდუქტებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პროექტს მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები