ბიზნესი
26/11/2020

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ბიზნესს

მთავრობა ბიზნეს სექტორების დახმარების რამდენიმე მიმართულებას ასახელებს:

- ბიზნესს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება გაგრძელდება.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, წინა ტალღის პიროებებში ამ შეღავათმა მოიცვა 33 000 კომპანია და შეეხო ჯამში 425 000 ადამიანს.

პროგრამის ფარგლებში კი დაიხარჯა 260 მილიონი ლარი. საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების რიგით მეორე პროგრამა გაგრძელდება 6 თვე.

- ტურიზმის სექტორი 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. ოთხი თვის განმავლობაში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი კი სექტორს ჩამოეწერება.

- სარესტორნო ბიზნესისთვისაც დაიწყება საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა. პროგრამა გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
სოციალური და ბიზნესის დახმარების პაკეტებისსთვის ჯამში 1 მლრდ 100 მლნ ლარი დაიხარჯება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები