ფოტო: foodsafetyhelpline
ბიზნესი
19/01/2022

რძე და რძის პროდუქტები ისევ ძვირდება

რძის ნაწარმი გაძვირებას განაგრძობს. როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა მიქაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ქვეყანაში არსებული რძის დეფიციტის ფონზე, ბოლო 4 თვეა ყველის ფასი იმატებს.

ასოციაციის ინფორმაციით, გაძვირება შეეხო იაფი სეგმენტის ყველა ტიპის ყველს. სულგუნის ფასი რეკორდულ, 25 ლარამდეა გაზრდილი. იმერული ყველის ფასი კი 17 ლარს აღწევს. გაძვირდა რძეც - 1 ლიტრი რძის ფასი უკვე 5 ლარია.

როგორც ანა მიქაძე ამბობს, აუცილებელია სახელმწიფომ რძის პრობლემა პრიორიტეტებში გადაიყვანოს, რათა იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში არ გაქრეს.

მისივე განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად რძე გარკვეულ სუბსიდირებას უნდა დაექვემდებაროს. ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საჭიროა სასელექციო ფერმების შექმნა, რათა მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანა მოხდეს, რაც რძის წარმოებას გაზრდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები