ბიზნესი
01/01/2021

რემაქს კაპიტალი: უფრო მეტად დაფასდება რეკრეაციული ზონები, აივნები, ტერასები

კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია როდის დასრულდება პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი. 

„თუ იმუშავებს ვაქცინა და მსოფლიოში შეიქმნება პოზიტიური განწყობა, დადებით გავლენას მოახდენს ადამიანების სურვილსა და გადაწყვეტილებებზე შეიძინონ უძრავი ქონება,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.

მისი განცხადებით, როდესაც დასრულდება ეს კრიზისი და უსაფრთხო იქნება კომუნიკაცია და ყველაფერი დისტანციურიდან არადისტანციურზე გადავა, მაინც დარჩება გარკვეული ქცევითი ცვლილებები და თავისებურებები მაგალითად საცხოვრებელ სეგმენტში, სადაც უფრო მეტად დაფასდება რეკრეაციული ზონები, აივნები, ტერასები, რადგან ამდენი ჩაკეტილობის შემდეგ ადამიანებმა ეს უფრო მეტად დააფასეს. პანდემიის პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა მიწებზე, სააგარაკო სახლებსა და საკარმიდამო მიწებზე.

“მოთხოვნადი ლოკაციებია - წყნეთი, კიკეთი, ტაბახმელა, ოქროყანა, წავკისი. დაფასდა და მოთხოვნა გაჩნდა დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგურამოზე. თბილისიდან 23-30 წუთის სავალზე მოთხოვნადი გახდა. დეველოპერებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ მოთოვნას მყიდველის მხრიდან და უფრო მეტი ზონირება დაუთმონ რეკრეაციული განვითარების უბნების მშენებლობას,“ - აცხადებს ასათიანი.

Businesspartner