ბიზნესი
03/12/2020

რესტორატორთა ასოციაცია: სესხის სუბსიდირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბევრი ბიზნესი გადარჩება

 სარესტორნო ბიზნესისთვის პროცენტის სესხის სუბსიდირებას „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე დადებითად აფასებს.

„ზოგიერთს საკუთარი ქონება აქვს ბანკში ჩადებული, შესაბამისად, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი ასოციაციის წევრებს საცხოვრებელი სახლიც კი დაუკარგავთ. ბანკი ითხოვს თავის პროცენტს, მაშინ როდესაც ეკონომიკა და სარესტორნო ბიზნესი გაჩერებულია. ამ მომენტში ფულის მოთხოვნა ალოგიკურია, თუმცა მათიც გვესმის. შესაბამისად, 6 თვიანი დახმარება სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბევრი ბიზნესი გადარჩება. იმედი გვაქვს უკეთესობა იქნება.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ტარიფის მატებას, ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პროდუქციის ფასის ზრდაც, თუმცა, ისედაც გაღატაკებულ ქვეყანაში თვითღირებულებას ასე მარტივად ვერ გააძვირებ. იძულებული ვიქნებით რაღაც ნაბიჯები ჩვენც გადავდგათ.“– აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის პროცენტის სესხის სუბსიდირებაზე სახელმწიფოს გათვლებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ დახმარებით 1500-მდე რესტორანი ისარგებლებს.

Businesspartner