ბიზნესი
24/03/2022

"რიყის დოქები" კომპანია "გლობალ ვიქტორი თრასთმა" იყიდა

აუქციონზე გამოტანილი "რიყის დოქები" 10.02 მლნ ლარად აუქციონზე "გლობალ ვიქტორი თრასთმა" იყიდა.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, კომპანია Global Victory Trust 2016 წელს ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული.

ინვესტორი აუქციონის პირობების მიხედვით, ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმს მოაწყობს და 20 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ აუქციონის პირობები ცოტა ხნის წინ შეცვალა და ფასი 10 მლნ ლარით განსაზღვრა. ბიდი 20 000 ლარი იყო, იქედან გამომდინარე რომ ობიექტით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა, მისი საბოლოო ფასი 10.02 მლნ-ით განისაზღვრა.

რიყის დოქები 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პირველად მთავრობამ ობიექტი აუქციონზე 2020 წლის 5 თებერვალს გამოიტანა და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარით განისაზღვრა. მორიგ აუქციონებზე კი ფასი შემცირდა, დასაწყისისთვის 23,75 მლნ-ით 71,25 მლნ ლარამდე. მოგვიანებით ფასი კიდევ შემცირდა თუმცა მრავალგზის აუქციონზე გამოტანილი ობიექტით არავინ ინტერესდებოდა.

Businesspartner