ბიზნესი
13/04/2023

რითეილ გრუპ ჯორჯია: ჩვენს ქსელში კონსულტანტს, კვირაში 2 დასვენების დღე აქვს

„რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარი ვითარდება და კონკურენტული ხდება.

მისი ინფორმაციით, თუ მაგალითად, 10 წლის წინ რითეილი მთლიანად  1 დასვენების დღით მუშაობდა, სამუშაო დრო კი კვირაში ხანდახან 40 საათსაც აჭარბებდა, დღეს ბაზარი ბევრად უფრო განვითარდა და ოპერირება შრომის კოდექსის მიხედვით დაიწყო.  

„ჩვენს ქსელში, ყველა კონსულტანტს, კვირაში 2 დასვენების დღე აქვს,დაახლოებით 10 წლის წინ  ასე არ იყო, თუმცა, დღესაც, სხვადასხვა კომპანიაში ისევ ის რეალობაა.  

ჩვენთან ხელფასებიც გაიზარდა, ეკონომიკურ ზრდასთან და შემოსავლების ზრდასთან ერთად, ეს კი ნორმალურია.  

ის,რომ ქვეყნიდან გადის ახალგაზრდობა, ამის შესახებ  ცნობილია, ეს დასაქმების ბაზარს ვნებს, ისევე როგორც რითეილს, ნებისმეირ სხვა ინდუსტრიას. ვფიქრობ, რომ ადაპტირება შესაძლებელია, მოგვიწევს უკეთესი პირობების შეთავაზება იმისთვის, რომ შეზღუდული ადამიანური რესურსისთვის კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ადამიანი დასაქმდეს იქ, სადაც ყველაზე კარგ პირობებს სთავზობენ. ჩვენი კომპანია მუდმივად აუმჯობესებს  პირობებს,“-აცხადებს მაღალაშვილი.

რამდენია კონსულტანტის საშუალო ხელფასი „რითეილ გრუპ ჯორჯიას“  წარდგენილ მაღაზიებში, ამაზე მაღალაშვილი არ საუბრობს და აცხადებს,რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„ჩვენთან ანაზღაურების  ნახევარი არის ბონუსური, თან ისე, რომ  ფიქსირებულის წილი არ შეგვიმცირებია.  ადრე თუ საბონუსე შემოსავალი 20% იყო, ახლა ფიქსირებული ოდნავ მეტია. საბონუსე შემოსავალი 50%-მდე ავიდა,რაც საგრნძნობი მატებაა,“-აცხადებს მაღალაშვილი.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი გაზრდილ გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია.

„გასულ წელთან შედარებით ზრდა, დაახლოებით 40%-ია. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, 2022 წელი კარგი იყო და ეს ტენდენცია გაგრძელდა წელსაც,“-აცხადებს მაღალაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია გაყიდვების კუთხით ასეთი გააქტიურება, მაღალაშვილი განმარტავს, რომ მიზეზი რთული გასაზომია. „თუ სხვა სფეროებში შევხედავთ, მიგრანტების წილი გაზრდილია, თუმცა, ეს არ არის უზარმაზარი,“-აცხადებს მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები