ბიზნესი
06/04/2023

"რითეილ გრუპ ჯორჯია" Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს მაღაზიებს ბათუმშიც გახსნის

"რითეილ გრუპ ჯორჯიას" ბრენდული მაღაზიები ბათუმშიც გაიხსნება.

როგორც კომპანიის დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აგვისტოში, ბათუმში „გრანდ მოლი“ გაიხსნება, სადაც ჯამში „რითეილ გრუპ ჯორჯიას“  11 მაღაზია განთავსდება.  

„ჩვენი ბრენდები მხოლოდ თბილისში იყო წარმოდგენილი, აგვისტოდან Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვადასხვა ბრენდების შეძენა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი. პრიორიტეტი იყო თბილისი, ახლა -ბათუმია. ვიწყებთ დიდი  ქალაქებიდან და ნელ-ნელა განვითარდებით. შემდეგი რომელი ქალაქი იქნება ვერ გეტყვით. გასათვალისწინებელია,რომ ბათუმი დასავლეთ საქართველოს მოიცავს, თუ დავინაეთ,რომ კიდევ არის პოტენციალი იმისი, რომ ცალკეულ ქალაქებში დადგეს მაღაზიების გახსნის საჭიროება, ამ ფორმატზეც გადავალთ“-აცხადებს მაღალაშვილი.

მისივე განცხადებით, პროექტში კომპანია 10 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს და ჯამში 200-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.  

შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.

 

 

 

Businesspartner