ბიზნესი
30/07/2020

"რითეილ გრუპ ჯორჯიამ" 10 ახალი მაღაზიის გახსნა მომავალი წლისთვის გადადო

„რითეილ გრუპ ჯორჯიამ“ მიმდინარე წელს დაგეგმილი ათამდე მაღაზიის გახსნა 2021 წლისთვის გადაავადა. როგორც კომპანიის დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დროებით დაპაუზდა.

„კონკრეტულ ბრენდებს, რომლებიც საქართველოში მომავალ წელს შემოვლენ ვერ დავასახელებ. თუმცა, ვიტყვი, რომ საუბარია ძალიან ცნობილ ტანსაცმლისა და კოსმეტიკის ბრენდებზე. ამ პროექტების დაპაუზება, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ვერ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ამ მიმართულებით პანდემიის ფონზე ბაზარს დიდად ვერ ვეხმარებით და ვცდილობთ, შევიანარჩუნოთ თანამშრომლები,“ - აღნიშნა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.

რეზო მაღალაშვილის განცხადებით, კომპანია ამ ეტაპზე ნულოვან მოგებაზე მუშაობს. თუმცა იმედოვნებენ, რომ ძველ ნიშნულზე დაბრუნებას 2021 წლისთვის შეძლებენ.

Businesspartner