ბიზნესი
22/09/2020

რკინიგზა ტვირთების ზრდის ტრენდს ინარჩუნებს

საქართველოს რკინიგზა ტვირთების ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. 8 თვეში რკინიგზით 7.15 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 4.5%-ია. მცირედი კლებაა ადგილობრივ  და საექსპორტო ტვირთებში, თუმცა ზრდა შეინიშნება იმპორტსა და ტრანზიტში.

რკინიგზით 1.93 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებია გადაზიდული, შემცირებაა  მარცვლეულის და შაქრის გადაზიდვებში.  რაც შეეხება რკინისა და მანგანუმის ჯგუფს აქ ზრდაა და 376 000 ტონას აღემატება, გაზრდილია  ასევე სასუქების გადაზიდვები.

საქართველოს დერეფნით 687 000 ტონამდე სასუქია გადატანილი.  წელს საქართველოს სარკინიგზო დერეფანს აქტიურად იყენებს თურქმენეთი. საქართველოში ელიან, რომ შუა აზიური ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის ნაწილის გადმომისამართება.

Businesspartner