ბიზნესი
01/08/2020

როგორ აისახა COVID-19 "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობაზე

პანდემია სამედიცინო თვალსაზრისით პიკში იყო რამდენიმე თვის წინ, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ ახლა გვეწევა, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე.

COVID 19–მა მძიმე მრეწველობაში პრობლემები უკვე შექმნა, შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, კლებაა სარეალიზაციო ბაზრებზე, ასევე დარგი ფასების კლების ციკლში შევიდა. 6 თვის მაჩვენებლებით, ფეროშანდობების ექსპორტმა 117.6 მლნ ლარი შეადგინა, კლება 34.3%-ია.

„დარგს 2 მხრიდან აქვს დარტყმა. ერთი, საბოლოო პროდუქციის ფასის თვალსაზრისით და მეორე, სარეალიზაციო ბაზრებზე მოცულობის შემცირების თვალსაზრისით, ვგულისხმობ, როგორც რუსეთს, ასევე აშშ-ს ბაზარს", - აღნიშნა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ მერაბ ლომინაძემ.

მისი პროგნოზით, 2020 წელს ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობა ჯამში 20- 25%-ით დაიკლებს. 

„ამას კომპანა არ ელოდა 1 წლის წინ, 2020 ბიუჯეტის შედგენისას. თუმცა ჩვენ პარტნიორებთან, ტრეიდერებთან ერთად შევიმუშავეთ შესაბამისი გეგმა რომელიც გულისხმობს ამ ვითარებში კომპანიის იმდაგვარ ოპერირებას, რომ შევძლოთ პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც კრიზისი გადაივლის, მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგინოთ ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები და მოვახდინოთ არა მხოლოდ იმ ბაზრებზე დაბრუნება, სადაც ტრადიციულად ვართ წარმოდგენილნი, არამედ შევეცადოთ ამ კრიზისულ ვითარებაში შევაღწიოთ ახალ ბაზრებზე, იმიტომ რომ კრიზისულ ვითარებაში ბაზარზე შეღწევა არის ყველაზე ადვილი, თუმცა ეს საჭიროებს არა ერთი დარგის, კომპანიის ძალისხმევას, არამედ ყველას ერთად, თუნდაც სექტორში ირიბად ჩართული კომპანიების ძალისხმევას“, - აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

დღეს ფეროშენადნობებთან მწარმოებლებისთვის პრობლემაა ელექტროენერგიის ფასი, რომელიც რეკორდულად მაღალია.

„ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 25% არის ელექტროენერგია. მსგავსი მაღალი ფასი საქართველოს ენერგობაზარს არ ახსოვს. ეს პრობლემაა, როგორც ნებისმიერი დარგის განვითარებითვის, ასევე კომპანიების მდგრადობის შესანარჩუნებლად. ამ ვითარებაში ენერგეტიკის სექტორი, ისევე როგორც მძიმე მრეწველობა, რომელიც არის ძირითადი კომერციული მომხმარებელი უნდა შევჯერდეთ გადარჩენის ერთობლივ გეგმაზე. დღეს არ არის იმისი დრო ენერგოსექტორმა იფიქროს უკუგება ექნება 7 წელიწადში თუ 8 წელიწადში,  PPP ხელშეკრულება  არის ხელმოწერილი 6 ცენტიანი, 7 ცენტიანი, თუ 4 ცენტიანი. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით და  სახელმწიფოს  შუამდგომლობით,  დარგები უნდა დავსხდეთ და შევჯერდეთ  ერთიან გეგმაზე, იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიების გადარჩენას, რაც თავის მხრივ გულისხმობს  სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ბიუჯეტში გადასახადების გადახდას და ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნებას“, - ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები