ბიზნესი
03/06/2021

სადაზღვევო ინდუსტრიას წმინდა მოგება ₾13.5 მლნ-მდე შეუმცირდა

სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიის მეორე წლის პირველი კვარტალი შემცირებული მოგებით დახურა. 

2021 წლის I კვარტალში კომპანიებს წლიურად მოგება 3 მლნ-ით, 13.5 მლნ-მდე შეუმხირდათ. 

სამაგიეროდ გაზრდილია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული თანხის მოცულობა 211,1 მლნ-დან 233,2 მლნ ლარამდე. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 41 მლნ ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1,012 მლრდ-ია, კაპიტალი 289,1 მლნ ლარი.

სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიური ზრდა 90% იყო.

პანდემიამ განაპირობა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიებს შარშან საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა გადაუვადდათ, 2021 წლის ბოლომდე.

ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Businesspartner