ბიზნესი
11/08/2020

სადაზღვევო ინდუსტრიას წმინდა მოგება 49%-ით გაეზარდა

სადაზღვევო სექტორი ზრდას აჩვენებს. 6 თვის განმავლობაში კომპანიებმა თითქმის 377 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, 9%-ით მეტი შარშანდელ მაჩვენებელზე.

მზღვეველებს სადაზღვევო მოგება 23%-ით, წმინდა მოგება კი, 49%-ით 29 მლნ ლარამდე გაეზარდათ. 

სადაზღვევო კომპანიებმა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში 154 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურეს, ეს კი წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია.

2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა მთლიანობაში არ შეცვლილა - 45%  სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, მეორე და მესამე ადგილზე 16-16% არის ქონების და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა. ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.

Businesspartner