ბიზნესი
25/09/2020

სადაზღვევო კომპანიებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ზრდა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ზრდა 2021 წლის ბოლომდე გადავადდება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრისას განაცხადა.

"განიხილებოდა ერთი მილიონით ზრდის ვარიანტიც თუმცა, საბოლოოდ შევჯერდით ამ გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას 10-მდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი ამ დროისთვის 4,2 მლნ ლარია, ზრდა წლის ბოლომდე 7,2 მლნ ლარამდე იყო დაგეგმილი.

Businesspartner