ბიზნესი
11/06/2021

საერთაშორისო ბაზარზე "კამუსიას" თოჯინებზე მოთხოვნა იზრდება

„კამუსიას“ მიერ შექმნილ ადამიანის პროტოტიპ თოჯინებზე მოთხოვნა როგორც ქვეყნაში, ისე საერთაშორისო ბაზარზე მზარდია.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა,ლიკა ქობალიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა,შეკვეთების რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც აქტიურად იზრდება.

„პროდუქციას ონლაინ, ინსტაგრამისა და ფეისბუქ გვერდების მეშვეობით ვყიდით. ჩვენს თოჯინებს აქტიურად ვაგზავნით საზღვარგარეთ.ვთანამშრომლობთ რამდენიმე კლინიკასთან უცხოეთში,საიდანაც თანამშრომლებისთვის უკვეთენ თოჯინებს. არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები უკვეთავენ, შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხედავენ ჩვენს სათამაშოებს, რომლებზეც ჩვენი ლოგოა დატანილი და გვეძებენ სოციალურ ქსელებში. ასე ვრცელდება ჩვენს შესახებ ინფორმაცია. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღეთ პარიზიდან, ამერიკიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდანაც," - ამბობს ლიკა ქობალია.

"კამუსია" ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა.ადამიანის პროტოტიპი ხელნაკეთი თოჯინების შექმნაზე დედა-შვილი მუშაობს. სამომავლოდ კამუსია ბაზრისთვის პერსონალურ დაკვეთებთან ერთად, კომპანიის მიერ შექმნილი მზა პროდუქციის შეთავაზებას და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, დამატებითი სამუშაო ძალის აყვანასაც გეგმავს.

Businesspartner