ბიზნესი
24/03/2020

საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაში – პრემიერის მრჩევლის განმარტება

საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს – რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით. შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები