ბიზნესი
28/11/2022

საინტერესო დავალებები, ახალი გამოცდილება და გრანდიოზული პრიზები: Viber Camp დაიწყო

საქართველოში, კონტენტის შემქმნელებისთვის ფართომასშტაბიანი 30-დღიანი მარათონი, Viber Camp, ნოემბერში დაიწყო და ახლა სრული აქტიურობით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, უკვე ასობით წევრი შეუერთდა მარათონს და Viber-ის საკუთარი არხი შექმნა. Viber Camp-ის მონაწილეების მიერ შექმნილი არხების პოპულარულ თემებს შორისაა: სამუშაოს ძიება, სიახლეები, შოპინგი, სპორტი და ცხოვრების წესი, ფოტოგრაფია, მანქანები და ა.შ. პროექტის დაწყების შემდეგ კი, სპეციალურ Viber Camp chatbot-ს 18 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

Viber Camp მარათონში, Viber-ის არხის ავტორებმა უნდა შეასრულონ 10 საინტერესო დავალება, რომლებიც აერთიანებენ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. ეს დავალებები მიზნად ისახავს მონაწილეთა უნარების გაუმჯობესებას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოპირაითინგი, კრეატიულობა, ტექსტებთან და ვიზუალებთან მუშაობა, კრეატიული ისტორიების თხრობა, აუდიტორიასთან ურთიერთობა, საკუთარი წერის სტილის აღმოჩენა და ა.შ. ყოველი „გაკვეთილის“ შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება, რათა განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და შეძლონ პრაქტიკაში - საკუთარ არხებზე გამოყენება. მონაწილეები ასევე იღებენ რეკომენდაციებს „მენტორებისგან“, თუ როგორ მიიღონ შთაგონება - რა წაიკითხონ, რას უყურონ და რომელ პლატფორმებს მიჰყვნენ.

Viber Camp-ის მარათონს მეთვალყურეობენ გამოცდილი მენტორები: გიორგი კონტუაძე, Kraken, Giffer, Burger Inn, Alco Hall-ის თანადამფუძნებელი და ზარენა კანჩევა, Rakuten Viber-ის განვითარების დირექტორი.


გიორგი კონტუაძე: “Viber Camp, მონაწილეებს მისცემს შემოქმედებითი განვითარების, უნარების გაუმჯობესების და პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობას. ეს 30 დღიანი მარათონი, იქნება ერთგვარი გამოწვევა, რომელიც თითოეულ მონაწილეს მისცემს ინოვაციურ გამოცდილებას, თანაც, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური აპლიკაციის ბაზაზე. მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას და მოუთმენლად ველი საბოლოო შედეგებს. მჯერა, რომ ამ მარათონით, ქართველი კონტენტ კრეატორებისთვის, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.”

ზარენა კანჩევა: „მოხარული ვარ, რომ წელს ვარ Viber Camp Georgia-ს ნაწილი და ამდენ ბრწყინვალე ადგილობრივ კონტენტის შემქმნელს ვეცნობი. ამ ეტაპამდე, კონკურენცია მართლაც ძალიან ძლიერია და რაც უფრო ვუახლოვდებით ფინალურ ეტაპს, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ ახერხებენ წამყვანი არხები გამომწერებთან მდგრადი კავშირის დამყარებას და რეალური ღირებულების შექმნას. მოუთმენლად ველი, რომ ვნახო რა მოხდება შემდეგ!"

მარათონის ფარგლებში შეირჩევა 10 ფინალისტი, რის შემდეგაც, დეკემბერში დაიწყება მომხმარებელთა ხმის მიცემა. Viber-ის ყველა მომხმარებელი საქართველოდან შეძლებს ხმა მისცეს Viber Camp-ის მარათონის ჩატბოტში 10 ფინალისტიდან ერთ-ერთს. ამ კენჭისყრაში ლიდერი გახდება სამი გამარჯვებულიდან ერთი, ორ გამარჯვებულს კი მენტორები აირჩევენ.

მარათონის შედეგების მიხედვით, სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: $20 000 ოდენობის არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტით და iPad Air Gen5-ით. დანარჩენი 7 ფინალისტი კი $5 000 ოდენობის არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტს მიიღებს Viber-ში.

Viber არხები ეფექტური და სასარგებლო ინსტრუმენტია ბლოგერებისთვის, მედიისთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის, კომპანიებსა და ბრენდებისთვის, რათა დაამყარონ ურთიერთობა აუდიტორიასთან, გააზიარონ ახალი ამბები, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები, უკეთ გაიგონ მათი ინტერესები და მიიღონ საინტერესო იდეები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები