ბიზნესი
22/09/2022

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი "ვილა რეზიდენსი" გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი "ვილა რეზიდენსი" გახდა.

„ვილა რეზიდენსი“ 2010 წელს დაარსდა. კომპანიის მისიაა შექმნას თანამედროვე, ინოვაციური საცხოვრებელი თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შეუწყოს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

 „ვილა რეზიდენსმა“ განაშენიანება წარმატებით განახორციელა 8 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწაზე და შეიქმნა საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტზე მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპანიამ 2021 წელს 200 მილიონიანი ინვესტირება განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ინოვაციური პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“განხორციელებას აგრძელებს, რომელიც პირველი რესორტის ტიპის დასახლება იქნება თბილისში.

 აღსანიშნავია, რომ „ვილა რეზიდენსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიას და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა, ხოლო ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კომპანია უფრთხილდება გარემოს.

 როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა.

„ვილა რეზიდენსის“გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული მშენებლობის ხარისხსა და მაღალ სტანდარტებზე, რაც აისახება ხარისხის რეგულარულ კონტროლსა და სტანდარტების დახვეწაში.

 „მივესალმებით „ვილა რეზიდენსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ გარემოს და შესაბამისი მასალებით, ქმნის კომფორტულ ინფრასტრუქტურას. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მომხმარებლის ინტერესებს, რაც მიუთითებს მომსახურების მაღალ ხარისხზე. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner