ბიზნესი
26/05/2023

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "საქართველოს ფოსტა" საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა”საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში.  ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემდღეს ქუთაისში მოწყობილ „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

“26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარითემატიკა „თავისუფლების სიყვარულით,“ რადგან სწორედ თავისუფლებისკენ სწრაფვა არისიმ მთავარი მიზნის საფუძველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი  ჰქვია”, აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითიდა საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვარიელებლები გაეცნობიან ფოსტისა დასაფოსტო მარკების ისტორიას.  აგრეთვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ სივრცეში   ფუნქციონირებს ღია საფოსტო კაფე.

 

 

Businesspartner