ბიზნესი
18/05/2021

საქართველოს ცემენტის ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის

ომანის ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი Raysut Cement Company (RCC) საქართველოში შემოდის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, კომპანია თბილისში ინტეგრირებულ საწარმოს ააშენებს და 200 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

„საწარმოს მიღებული აქვს ხარისხის ორი უმკაცრესი გლობალური ნორმა - CE და NF სერტიფიკატები, რომელიც ადასტურებს რომ Raysut Cement Company ევროსტანდარტებს ექვემდებარება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში კლინკერზე მზარდი მოთხოვნაა და დეფიციტი 600 000 ტონას შეადგენს. შესაბამისად, ომანურ საწარმოს ყოველწლიურად 50 000 მეტრული ტონა ცემენტი შემოჰქონდა საქართველოში.

საქართველოში ცემენტის ქარხანას არაბთა გაერთიანებული საემიროებში დაფუძნებული მისი შვილობილი კომპანია Pioneer Cement აშენებს, რომელიც ფლობს დათმობის უფლებას ქართული კირქვის მაღაროებში. პროექტისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს სწორედ ამ მაღაროებიდან მიიღებენ.

საწარმო მუსკატის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული. ბოლო პერიოდში, მისი პროდუქტის 50% აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთში, მალდივებზე, სამხრეთ აფრიკაში და ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებში ექსპორტირდება.

Businesspartner