ბიზნესი
11/08/2020

საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 92,753 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 92,994 ავტომობილი, რაც ავტომობილების საერთო რაოდენობის ასევე 7%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ავტობილების დაზღვევის მაჩვენებელი მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იზრდებოდა. მაგალითად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, იმ პერიოდში დაზღვეული იყო ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 4,8 % (59,768 ავტომობილი), 2018 წელს 5,9% (76 ათასი ავტომობილი), ეს მონაცემი 7% გახდა გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებით.

წელს კი, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა არ ფიქსირდება და არის უმნიშვნელო კლება, თუმცა საერთო მაჩვენებელში, დაზღვეული ავტომობილების წილი კვლავ 7%-ია,

Businesspartner