ბიზნესი
11/08/2020

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16% სარგებლობს

 საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16% ანუ 607,220 ადამიანი სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 27 ათასით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (580,570 ადამიანი).

კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეთა პროცენტული წილი გასულ წელსაც 16 ნიშნულზე ფიქსირდებოდა. 2018 წელს კი კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14,9% სარგებლობდა.

Businesspartner