ბიზნესი
23/06/2022

საქართველოში მუსიკის ფესტივალში ფულის ჩადებით ბიზნესი მცირე დოზით მონაწილეობს

საქართველოში მუსიკის ფესტივალში ფულის ჩადებით ბიზნესი მონაწილეობს, თუმცა, არა იმ დოზით, რაც მნიშვნელოვანია.

როგორც მუსიკის ფესტივალის „როკვა“  ორგანიზატორი ელენე გრძელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბიზნესის თანამონაწილოება ფესტივალის წარმატებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„რიგითი მოქალაქისგან, რომელიც  3 დღიან ბილეთში 300 ლარს იხდის, ვერ ამოიღებ იმდენს, რაც გჭირდება იმისთვის, რომ ადგილზე იდეალური პირობები დაახვედრო. შესაბამისად, თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ 4 წელია ძალიან გვიდგას მხარში ის კონკრეტული ბიზნესები, რომელთანაც ჩვენ სასპონსორო ურთიერთობებში შევდივართ. ჩვენ მათ ფესტივალს ვთავაზობთ  მარკეტინგიული აქტივობისთვის, სანაცვლოდ კი ვიღებთ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხებს, რომელიც საჭიროა იქაურობის ინფრასტრუქტურულად გამართვა/მოწყობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგული აქტივობების კონცეფციის ცოტა გადასხვაფერება მოხდეს, რადგან ბიზნესების უმეტესობა დაახლოებით 10-15 წლის დაძველებით მუშაობს ,“-აცხადებს გრძელიძე.  

როგორც მუსიკის ფესტივალის „როკვა“  ორგანიზატორი განმარტავს,  ეს არის საქმე, საიდანაც მყისიერი მოგება არ დგება.  

„თუმცა, ამ ყველაფერს სწონის ის დიდი საქმე, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ადგილზე ძალიან განვითარდა HoReCa სექტორი,ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი სახლების საოჯახო სასტუმროებად მოწყობა და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ  მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან რაჭაში ჩასვლა უკვე 3.5 საათშია შესაძლებელი. თუმცა, მსხვილი ბიზნესი ამ სექტორში ფულის ჩადებით არ ინტერესდება,“-აცხადებს გრძელიძე.

მუსიკის ფესტივალი „როკვა“   რაჭაში 2019 წელს ყოველწლიურად იმართება და წელს პირველად ის 3 დღიანი იქნება.  

წელს სამივე დღის ბილეთის ფასი 130 ლარიდან 190 ლარამდეა. 1 დღის ბილეთის ფასი და 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. ბილეთები ამჟამად ონლაინ იყიდება, თუმცა,  უახლოეს მომავალში ფიზიკური გაყიდვების წერტილიც ამოქმედდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები