ბიზნესი
27/04/2022

საქართველოში წარმოებული თევზის ქონისა და თევზის ფქვილის ექსპორტი გაიზარდა

თევზის ქონისა და თევზის ფქვილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, 2015-2021 წლებში საშუალო ყოველწლიური ზრდა თევზის ქონის შემთხვევაში 9.3%, ხოლო თევზის ფქვილის შემთხვევაში 6.7% იყო. 

2020 წელს, თევზის ფქვილის ექსპორტმა $20.5 მლნ შეადგინა, თევზის ქონის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა კი $17.2 მლნ.

კვლევის თანახმად, მოცემულ პერიოდში ექსპორტირებული 1 კგ თევზის ფქვილის საშუალო ფასი $1.3–დან $1.6–მდე მერყეობდა. თევზის ქონის ფასი $1.5-დან $1.9–მდე.  

PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია "აწარმოე საქართველოში" პროგრამით, რომლის მიზანიც საზღვაო თევზჭერის სექტორის სტიმულირებაა.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივად ძირითადად ხუთი ლიცენზიის მფლობელი კომპანია ოპერირებს, რომლებიც თევზჭერის მთლიანი წლიური კვოტის 88%-ს შეადგენენ. ასევე, 15 მცირე ზომის საზღვაო მეთევზეობის კომპანია (SMFCs), რომლებიც 30-35 გემს ფლობენ და ძირითადად თევზაობით არიან დაკავებულნი.

ამასთან, საქართველოში საზღვაო თევზჭერის კლასტერი ძირითადად დაფუძნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთში. ამ კომპანიების ძირითადი საქმიანობა შავ ზღვაში თევზის დაჭერაა. საზღვაო თევზჭერის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საზღვაო ფლოტის განახლების აუცილებლობაა. თუმცა, ამ გამოწვევის დასაძლევად საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა. 

რაც შეეხება საზღვაო თევზჭერის ბიზნეს შესაძლებლობებს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებსაც თევზის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი შეუძლიათ, მთლიანი ექსპორტის მცირე წილი ევროკავშირის ბაზარზე მოდის, თევზის ფქვილის ექსპორტი 1.7% და თევზის ქონის 0.3%.

საზღვაო თევზჭერის სექტორის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ფლოტის განახლების აუცილებლობა. თუმცა, ამ გამოწვევის დასაძლევად საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა. სექტორმა ასევე მიიღო სახელწიფოს მხარდაჭერა შეღავათინი სესხებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახით.

ცნობისთვის, პუბლიკაცია ეფუძნება PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ "საზღვაო თევზჭერის კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში" გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დაკვეთით, პროექტ “EU Innovative Action for Private Sector Competitiveness in Georgia (EU IPSC)“-ის ფარგლებში.

Businesspartner