ბიზნესი
30/05/2022

საქსტატი: საწარმოთა 67.9% სოციალური მედიის არხებს არ იყენებს

საქსტატის 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საწარმოების 31.1%  ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი Facebook, Linkedin და სხვა. ხოლო საწარმოთა 67.9% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

ამავე პერიოდში, საწარმოებში დასაქმებულთა 28.8% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს, ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.4%–ით.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 84.2%–ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 75.3% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

Businesspartner